ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი გაჯერებული იყო შემეცნებითი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ინიციატივებით, რომლის მიზანიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება იყო.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა საგნობრივი კონფერენცია, მასში აქტიურად ჩაერთო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომლის ხელმძღვანელი ცირა კუბლაშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდა 14 მოსწავლე, მასწავლებლების: ნანა ამბროლაძის, ცირა კუბლაშვილისა და დოდო ქათამაძის ხელმძღვანელობით.
კონფერენციის შედეგები შეჯამდა და გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები.
დღის ბოლოს კი, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელებს გადაეცათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები: