როგორ გაგზავნოს პედაგოგმა მოთხოვნა დირექტორთან - დეტალური ინსტრუქცია
29-06-2024

როგორ გაგზავნოს პედაგოგმა მოთხოვნა დირექტორთან მაშინ, როდესაც სურს განვლილი დროით შემაჯამებელი დავალების ჩანიშვნა/წაშლა, ვადის გასვლის შემდეგ დასწრებისა და შეფასების შეტანა, სემესტრული ნიშნის კორექტირება და ა.შ.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში ,,მოთხოვნები’’.

მოთხოვნის გასაგზავნად ვაჭერთ ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე „+“ ღილაკს. გამოსული ფანჯრიდან უნდა ავირჩიოთ სემესტრი, კლასი (კლასის არჩევისას დირექტორს “სხვა კლასებით“ ნებისმიერი კლასი), საგანი, დავწეროთ კომენტარი (კომენტარის დაწერა აუცილებელია) და ავირჩიოთ მოთხოვნის ტიპი.

როგორც ეკრანზე ჩანს, მოდულში არის 7 მოთხოვნის ტიპი: ჟურნალის კორექტირება, სემესტრული ნიშნის კორექტირება, დამრიგებლის სემესტრული განმავითარებელი შეფასების კორექტირება, განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა, განვლილი დროით შემაჯამებლის წაშლა, განვლილი დროით აღდგენის წაშლა და საგნის წაშლა.

მოთხოვნის ტიპის არჩევის შემდეგ უნდა შევავსოთ ფანჯარაში გამოტანილი ყველა ველი, მაგალითისთვის ვნახოთ ჟურნალის კორექტირება:

ვირჩევთ კლასს, საგანს, კორექტირებისთვის საჭირო თარიღს ან მთლიან ჟურნალს, რედაქტირების ტიპს (დასწრება, განმავითარებელი შეფასება, განმსაზღვრელი შეფასება) და ვწერთ კომენტარს, შემდეგ ვაწვებით ღილაკს ,,გაგზავნა’’.

გაითვალისწინეთ, როდესაც დირექტორი დაადასტურებს მიღებულ მოთხოვნას, პედაგოგს აქვს 24 საათი კორექტირებისთვის.

ვიდეოინსტრუქცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203