„აჭარა და მისი ისტორია“ -  ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეთა ინფორმაციული და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება 
19-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყო V კლასში საგნის „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიება.

„საგნის - „ჩვენი საქართველოს“ პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ჩვენი ლამაზი კუთხის აჭარის შესახებ მოსწავლეებმა მოამზადეს ღონისძიება „აჭარა და მისი ისტორია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა მსმენელს უამბეს აჭარის წარსული, მისი მძიმე ისტორია, წაიკითხეს ლექსები ზურაბ გორგილაძის და სხვა პოეტების, უმღერეს აჭარას, შეასრულეს აჭარული „განდაგანა“.

სკოლის ისტორიის პედაგოგმა - ნაირა ყურშუბაძემ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ასეთი აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს ბავშვებს, მადლობა დამსწრე საზოგადოებას რომლებმაც შეაფასეს და მადლობა გადაუხადეს ამ ლამაზი ღონისძიებისთვის. მადლობა ქორეოგრაფ თაკო კონცელიძეს კლასის ხელმძღვანელ ალექსანდრა ჯიჯავაძეს დახმარებისათვის და ღონისძიების გალამაზებისათვის“, - აღნიშნავს ისტორიის მასწავლებელი ნაირა ყურშუბაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203