მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია (პორტფოლიო) განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
პორტფოლიოს წარდგენა ეხება იმათ, ვისაც წამყვანი-მენტორი მასწავლებლის უნარების გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვთ და/ან მოპოვებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი. მათ შორის ისეთ მასწავლებლებსაც, რომლებსაც გასულ წელს დაუხარვეზდათ წარდგენილი პორტფოლიოს ერთ-ერთი მიმართულება/მიმართულებები.