„რაჭა-საქართველოს სიამაყე“- ერკეთის სკოლის შთამბეჭდავი პროექტი და ნიკორწმინდის ტაძრის ეზოში მოსწავლეთა გამართული მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
20-06-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებისთვის ხარისხიანი ცოდნის მისაცემად პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგებსა და მეთოდებს. მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

ერკეთის საჯარო სკოლამ განახორციელა პროექტი -  „რაჭა - საქართველოს სიამაყე“, რომელიც მიზნად ისახავდა ამ კუთხის ღირსშესანიშნაობების გაცნობას, ეკონომიკის, კულტურის და ყოფა-ცხოვრების შესწავლას. (ხელმძღვანელები ალექსანდრე ცინცაძე და ხატია ბარამიძე).

პროექტის ბოლო ეტაპი ითვალისწინებდა ვიზიტს რაჭის რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ცხრაჯვარის  წმინდა გიორგის ეკლესია თავისი უმშვენიერესი ხედებით, ბარაკონის ტაძარი და ხელოვნების მიუწვდომელი ქმნილება - ნიკორწმინდა. ტაძრის ეზოში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია - „აქ რომ თაღებია სიზმრის გეგონება“, რაჭას ძალიან მოუხდა მოსწავლეების მიერ საგანგებოდ შესწავლილი ცეკვა „რაჭული“.

პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან თანადგომისათვის სკოლის დირექციას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203