ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა 2023 -2024 სასწავლო წელს შეიძინეს არა მხოლოდ ხარისხიანი საგნობრივი ცოდნა, არამედ გაეცნენ მეწარმეობის საფუძვლებს.
ერკეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარინე თოდრიას ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი „მეწარმეობა და ბიზნესი“.
მოსწავლეებმა პროექტის აქტივობების ფარგლებში გამოიკვლიეს ახლომდებარე ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობები და დაინტერესდნენ ახალგაზრდა მეწარმე ლაშა-გიორგი კუჭაშვილის საქმიანობით.
13 ივნისს მოინახულეს სოციალური საწარმო „საოჯახო მარწყვი“. მეწარმე ესაუბრა მოსწავლეებს, თუ რა ცოდნა და უნარები გამოადგებათ სამეწარმეო საქმიანობის წარმატებისათვის.
როგორ სკოლაში გვეუბნებიან, ლაშა-გიორგი კუჭაშვილი გახდა XI კლასელებისათვის მისაბაძი პიროვნება - მეწარმე.
იხილეთ ფოტოები: