თბილისის N106 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ბარბარე ციმინტიას „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა
20-06-2024

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ბარბარე ციმინტიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა - 112-მა „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა.

ბარბარესთან ერთად  „112-ის გმირად“ 4 მოზარდი დასახელდა. მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს და ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლეს.

ბარბარემ დედის შეუძლოდ გახდომის შემდეგ, გამოიჩინა გამბედაობა, არ დაიბნა, დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. 

პროექტი „112-ის გმირი" 2016 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდებიან ის მოზარდები, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203