საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს არაერთი საგანმანათლებლო მოგზაურობა მოეწყო.
მათ შორის, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე მცხეთაში.
მოსწავლეებმა მოილოცეს სამთავროსა და შიო მღვიმის მონასტრები, ითამაშეს ბუნებაში და ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
იხილეთ ფოტოები: