საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. სწორედ მოსწავლეთა ინტერესებსა და სურვილებს მორგებული აქტივობებით გამოირჩეოდა 2023-2024 სასწავლო წელი. პედაგოგები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგაც არ წყვეტენ მოსწავლეთა წახალისებს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში, სასწავლი წლის დასრულების შემდეგ, მე-3ა და მე-3ბ კლასის დამრიგებლების - ეკა ლომინაძისა და მაია ხელაძის ორგანიზებით დაიგეგმა გასვლითი ღონისძიება ერთ-ერთი გასართობ ცენტრში.
მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია ამ ასაკის მოსწავლეებში.
ადგილი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბავშვებისთვის. გასართობი პროგრამა მოიცავდა: სხვადასხვა აქტივობებსა და თამაშებს, უგემრიელეს და მრავალფეროვან კერძებს, DJ-ს, რომელმაც ეს დღეს მუსიკალურად გააფორმა, მეგობრულ წამყვანს. მოსწავლეებმა იხტუნავეს ბატუტზე, გზა გაიკვლიეს ლაბირინთებში, მათ ასევე ელოდათ ზღაპრული გმირები და მრავალი სხვა სურპრიზი.
მოსწავლეებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ. მათ განსაკუთრებულად იგრძნეს თავი და საუკეთესო მოგონებებით დაბრუნდნენ შინ.
იხილეთ ფოტოები: