ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, ღონისძიებებითა და პროექტებით გაჯერებული სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მათ შორის, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში (რომლის პარტნიორი შიდა ქართლში საზოგადოება „ბილიკი“) მოსწავლეთა თვითმმართველობამ განახორციელა პროექტი - „მკითხველის ხმა“.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა აქტივობები სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობით. შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა 12 ივნისს.
ვიქტორინაში გამარჯვებული მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ წიგნის მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმში და ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში.
სკოლაში მადლობას უხდიან სამოქალაქო განათლების პროგრამას და საზოგადოება „ბილიკს“ ამ შესაძლებლობისთვის.
იხილეთ ფოტოები: