საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეები საგანმანათლებლო-ლიტერატურულ ვიქტორინაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
21-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მიღწევები დაფასებული და წახალისებულია. 

ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. 

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს, გიმნაზიაში გამართულ საგანმანათლებლო- ლიტერატურულ ვიქტორინაში - „წიგნების თარო“ მონაწილეობისთვის გადაეცათ სიგელები.

სიგელებით დაჯილდოვდნენ - მარიამ ლაზიშვილი, მარიამ მშვიდობაძე და ვახტან მიქაძე.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203