ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტთან“ თანამშრომლობით პროექტი - „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარება“ ხორციელდება.
პროექტის მონაწილეები მცენარეთა დაცვაში დასპეციალისტდებიან. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები იათამზე თავდიშვილი და ნაზი ბაბილოძე არიან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა.
სკოლის აღსაზრდელები ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრში - „ანასეული“ იმყოფებოდნენ, ბუნებაში მავნე მწერები შეაგროვეს და მიკროსკოპის ქვეშ დააკვირდნენ, სასოფლო სამეურნეო კულტურები დათესეს, სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს, ღონისძიება - „SOS! ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას“ ჩაატარეს და ნატურალურ მასალაზე ფაროსანას მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები შეისწავლეს.
პროექტის ფარგლებში სკოლას საჩუქრად შრომის იარაღები გადაეცა.
სკოლის დირექცია პროექტის ავტორებს საინტერესო და პრაქტიკული აქტივობებისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები სრულად