ორი გამორჩეულად საყვარელი, ჭკვიანი და მხიარული მე-4 კლასელი მოლითის საჯარო სკოლიდან“ და მათი ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება
20-06-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

სკოლაში ორი მეოთხეკლასელი სწავლობს ორივე ელენე. სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცა. 

მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიებაც გამართეს და ცოდნა და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებს მე-5 კლასში გადასხვა მიულცეს.

„ორი ელენე, ორი გამორჩეულად საყვარელი, ჭკვიანი და მხიარული გოგონა მოლითის საჯარო სკოლიდან.  მათ ახლახან დაასრულეს მეოთხე კლასი და დამრიგებლების, მასწავლებლებისა და მეგობრების თანადგომით ლამაზი ღონისძიება გვაჩუქეს.  გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, უამრავ წარმატებას გისურვებთ სწავლების შემდგომ საფეხურზე! უფლისაგან დალოცვილი ყოფილიყოს თქვენი სავალი გზები!“,- ამ ლამაზი სიტყვებით გზა დაულოცეს მოსწავლეებს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203