გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 -2024 სასწავლო წელს შეიძინეს არა მხოლოდ ხარისხიანი საგნობრივი ცოდნა, არამედ დირექციისა პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობნენ არაფორმალური განათლების პროექტებში.
მათ შორის, ზერტის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის“ გამართულ ეკონომიკის ოლიმპიადაში ჩაერთნენ.
ოლიმპიადის ფინალში მე-10 კლასის მოსწავლეები - დალი რევაზაშვილი და ლიზი ტიელიძე გადავიდნენ.
ფინალური ტური თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, ეს დღე საინტერესოდ და შინაარსიანად გაატარეს ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ მარიამ ზაუტაშვილთან ერთად.
მათ მონაწილეობა მიიღეს ტესტირებაში და სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.
იხილეთ ფოტოები: