ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნოციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წლი შეაჯამეს და ცოდნა წარმოაჩინეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით აღნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა დამრიგებელს - მაია სიმონიშვილს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება სასკოლო საზოგადოებამაც საზეიმოდ, დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცა.