საზეიმო „ბოლო ზარი“ საციხურის საჯარო სკოლაში და კურსდამთავრებულების ემოციური გაცილება
20-06-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდა აღუზრდია, მათ რიგებს, წელს კიდევ 9 საამაყო კურსდამთავრებული შეემატა. 

როგორც სკოლაში აფასებენ, 9 საუკეთესო მოსწავლე დაემშვიდობა სკოლას და ბავშვობას.

აღსანიშნავია, რომ „ბოლო ზარის“ ღონისძიება დაგეგმილთან ერთად მოულოდნელი სიურპრიზებით ძალიან კარგი, ემოციური და შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოვიდა.

სკოლას ეწვია ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე თავისი თანამშრომლებით, რომლებმაც მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დასრულება, ბოლოს კი, სამახსოვროდ ფოტოები და წარწერები დაუტოვეს.

გარდა ამისა, დღე, სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრობით, საერთო ფოტოებითა და სამახსოვრო წარწერებით, მეტად დასამახსოვრებელი გახადეს და გაალამაზს, ისინი მეგობრობის მაგალითად იქცნენ. 

„ვულოცავთ სრულიად საქართველოს ყველა კურსდამთავრებულს საშუალო საფეხურის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს კურსდამთავრებულები სკოლიდან და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203