მაშველებმა მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
არასრულწლოვანის ცხედარი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი გაიტაცა, მას ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებდნენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში 14 წლის მოზარდი, 19 ივნისს შუადღეს დინებამ გაიტაცა. მედიის ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.
დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.