ზღაპრის კვირეული და შთამბეჭდავი კოსტიუმირებული სანახაობა ვაქირის საჯარო სკოლაში
20-06-2024

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე იმართებოდა საინტერესო ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებოდნენ.

მათ შორის, აღსანიშნავია მე-2 კლასის მოსწავლეთა ზღაპრის კვირეული. 

კვირეულის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებას, პატარებმა კოსტიუმირებული სანახაობა წარუდგინეს, ზღაპრის - „მძინარე მზეთუნახავი“, მიხედვით. 

როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეებმა როლები საუკეთესოდ მოირგეს და საინტერესოდ წარმოაჩინეს ზღაპრის პერსონაჟები. ბოლოს კი, მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ირმა გოძიაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203