ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული მიღწევები წახალისებულია. სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
18 ივნისს, იმერეთის სასკოლო ლიგაში, მეოთხედფინალურ ეტაპზე, ფეხბურთში, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს.
ქუთაისის N15 საჯარო სკოლამ 5-3 სძლია წყალტუბოს N2 საჯარო სკოლას.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: