ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი ნაყოფიერი ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველი კლასის მოსწავლეებმა მშობლებისა და სკოლის ხელშეწყობითა და დახმარებით ტოლი არ დაუდეს მე-12 კლასის მოსწავლეებს და ერთი კვირის შემდეგ მათაც მოაწყვეს ე.წ. „გამოშვება“ - „ბოლო ზარი“.
მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ პერანგებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და მიულოცეს პირველი კლასის წარმატებით დამთავრება.
სკოლაში პირველკლასელებს ანბანის შესწავლას და 2023-2024 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ საგანმანათლებლო მოგზაურობა.
იხილეთ ფოტოები: