გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული, საინტერესო და სახალისო გაკვეთილებით დაასრულეს.
შემაჯამებელი გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი ნინო უგულავა), მათემატიკაში (მასწავლებელი მანანა ღოღობერიძე) და ინგლისურ ენაში ( მასწავლებელი შორენა დარსაველიძე) ჩატარდა, როგორც საკლასო გარემოში, ასევე გარე სივრცეში.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებმა გაიხსენეს წლის მანძილზე დამუშავებული ტექსტები, თითოეულმა დაასახელა მისთვის ყველაზე საინტერესო გაკვეთილი. აღნიშნეს, თუ რატომ აირჩიეს და რა მოეწონათ მასში განსაკუთრებულად.
შემდეგ, პატარებმა დაამზადეს შესაბამისი დიორამები და შემაჯამებელ გაკვეთილზე წარადგინეს ნამუშევრები. ამის შემდეგ, მათ ელოდათ სასიამოვნო სიურპრიზი. ლექსი - „თუშის ბიჭების“, შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა თუშის ბიჭებს წერილი მისწერეს და
პასუხს მოუთმენლად ელოდნენ. მოლოდინი გამართლდა და ფოსტალიონმა სასურველი წერილი მოიტანა, რომელსაც ყურადღებით გაეცნენ.
დასასრულს კი, სახალისო, საინტერესო გამოცანებით გონებაც გაივარჯიშეს და პირიც ჩაიტკბარუნეს.
სხვადასხვა აქტივობებით, მუსიკისა და ცეკვის თანხლებით გაიხსენეს სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ინგლისური ენის გაკვეთილზე. ბოლოს, მასწავლებელმა შორენა დარსაველიძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა ბავშვები, რომელიც English book Education-ის მიერ ორგანიზებულ სააღდგომო გათამაშებაში მონაწილეობისთვის გადაეცათ.
მათემატიკის გაკვეთილზე პატარებს რობი და ბოტი „სტუმრობდნენ“, რომლებიც ბავშვებს მთელი წლის ნაშრომ- ნაღვაწის შეჯამებაში დაეხმარნენ. ბოლოს, მათი დაწყებული პარტია მოსწავლეებმა დაასრულეს ჭადრაკის დაფაზე. გაკვეთილი გაგრძელდა გარე სივრცეში, სადაც განძის მაძიებელთა როლი მოირგეს. დავალებებს აქაც წარმატებით გაართვეს თავი.
შეჯამებისას მასწავლებელმა - მანანა ღოღობერიძემ, დამსახურებულად გადასცა სამახსოვრო დიპლომები მოსწავლეებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბევრი საინტერესო და სახალისო აქტივობები განხორციელდა კლასში, რამაც წარმატება მოუტანა ბავშვებს სხვადასხვა კონკურსში.
„მადლობა გაწეული შრომისთვის მანანა, ნინო და შორენა მასწავლებლებს. ვუსურვებთ მათ ბევრ წარმატებას ჩვენს პატარებთან ერთად!“, - აღნიშნეს სკოლაში და მოსწავლეებს ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტო: