ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლაში განხორციელებულ პროექტებში და საინტერესო იდეებით წარმოაჩენდნენ თავს.
მათ შორის აღსანიშნავია Xა კლასის მოსწავლეთა პროექტი ხელოვნებაში, სახელწოდებით - „ტექნიკური პროგრესი“, რომლის პრეზენტაციაც, სამოქმედო გეგმის მიხედვით, გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ფიქრია ხუჯაძე გახლავთ, პედაგოგი კი, გულნაზ კვინიკაძე.
პროექტი საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: