ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღინისძიებებით იყო გაჯერებული, დასარულიც ასეთივე საზეიმო იყო.
10 ივნისს, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის ანაიტ შირინიანის ხელმძღვანელობით, გამართეს დაუვიწყარი საზაფხულო ღონისძიება გამართეს.
ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს ინგლისურ, რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მასწავლებლები. როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიებამ სახალისოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: