თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის წარმატებით დასრულება პარალელურ კლასელებთან ერთად ფლეშმობით აღნიშნეს.
ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, სახალისო კითხვებს უპასუხეს და სტუმარ „რობოტსაც“ უმასპინძლეს. დასასრულს კი, სამახსოვროდ ალბომები და დიპლომები გადაეცათ.
„ეს ლამაზი დღე და ემოციები ჩვენი პატარების სასკოლო თავგადასავალში ოქროს ასოებით ჩაიწერა“, - გვეუბნებიან სკოლაში და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას.
პირველკლასელებს სკოლაში ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
„ყველა პირველკლასელს ვულოცავთ სასკოლო ცხროვრების პირველი ეტაპის გავლას, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი, საინტერესო, შთამბეჭდავი, მხიარული, სიყვარულით სავსე და ცოდნით დახუნძლული იყო. გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას, ბრწყინვალე მომავალს, ულევ სიხარულსა და წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.