დილისკის N1 სკოლის პედაგოგის - მილენა მკოიანის სანტერესო ღონისძიება ტოლერანტობაზე და მოსწავლეთა გამართული შემეცნებითი პრეზენტაციები
20-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლოს, ახალგაზრდა მასწავლებელმა მილენა მკოიანმა მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება ჩაატარა. 

ღონისძიება არჩევითი საგნის - სამართალი, ფარგლებში მოეწყო და ეხებოდა თემას - „ტოლერანტობა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერება აუმაღლდეთ მოსწავლეებს კონკრეტულ თემაზე, იყვნენ ტოლერანტულები, პატივი სცენ განსხვავებული აზრის, რწმენის, გარეგნობის, ეროვნების ადამიანებს. იყვნენ მზრუნველები, მიმტევებელნი, გამოუმუშავდეთ თანაგრძნობისა და თანადგომის განცდა. სწორი და პოზიტიური დამოკიდებულების  ჩამოყალიბებით  მაგალითი მისცენ სხვებს, რომ ერთად, მეგობრულად, იცხოვრონ ტოლერანტულ სახელმწიფოში.

ღონისძიებაზე ერთი ისტორიაც გაიხსენეს: გაკვეთილზე ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ იყო თბილისში, მეტროში ბევრი „ციგანი“ ნახა და შეამჩნია, რომ მათ ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მეორე მოსწავლემ ირონიით წარმოთქვა მათი დამამცირებელი ფრაზა. ეს ნათქვამი, ფრაზა გახდა საფუძველი დაბადებულიყო იდეა პროექტის განხორციელებისათვის. 

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, შექმნეს სხვადასხვა ეროვნების ადამიანის პორტრეტი, ხმის მიცემით გამოვლინდა გამარჯვებული ფოტო, მოსწავლეებმა ორ ენაზე წარადგინეს პრეზენტაციები ტოლერანტობის თემაზე.

მასწავლებელმა მოსწავლეებს გადასცა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203