მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების დოკუმენტში ცვლილება შევიდა
20-06-2024

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები“ 2024 წლის 1 ივლისიდან გავრცელდება მხოლოდ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „63 „​11“ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დასაანგარიშებელი საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისთვის“.

„იზრდება საბაზო ხელფასი“ - მახარაშვილმა დამრიგებლობის დანამატზე განმარტება გააკეთა

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ საჯარო სკოლის იმ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, განისაზღვრება ამ შვებულების თვის წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვის/თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად).

სახელფასო ფორმულა ცნობილია - სტაჟის, საგაკვეთილო საათების, აკადემიური ხარისხისა და სტატუსის მიხედვით ემატებათ პედაგოგებს ანაზღაურება

თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნება იმ თანხაზე, რომელსაც საჯარო სკოლის მასწავლებელი 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით მიიღებდა, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203