ხულგუმოს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ისტ-ის გაკვეთილი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობებით დატვირთულ მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობდნენ.
მათ შორის იყო VI კლასში ჩატარებული ისტ-ის გაკვეთილი, რომელიც პედაგოგმა დიანა ტოპალიანმა თემაზე - „HTML“ ჩაატარა.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და საგნის ცოდნის მაღალი დონე გამოავლინეს. მოსწავლეებმა, სკოლაში, პრეზენტაციის სახით, სლაიდებით წარადგენს საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტის შესახებ.
„გაკვეთილი დასრულდა ინტერნეტსადმი მიძღვნილი ლამაზი სიმღერით“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლის წარმომადგენლებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
„გაკვეთილი იყო სამოტივაციო, საგანმანათლებლო, სამაგალითო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: