სკოლებში აქტიურად ტარდება ტრანზიციის პროექტები, რაც მიზნად ისახავს მომავალ პირველკლასელთა მიწვევას სკოლებში. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაც შეუერთდა ამ პროექტს და მიმდინარე წლის 18 ივნისს სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს.
ბავშვებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, გაიცნეს მომავალი პირველი მასწავლებელი და შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას და სწავლისადმი მეტი ინტერესის გაღვივებას ბავშვებში.
სკოლაში მოეწყო უამრავი აქტივობა, რაშიც ბავშვები მთელი სულითა და გულით, მონდომებით ჩაერთნენ. Შეხვედრის ბოლოს კი ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
კლდის საჯარო სკოლის მასწავლებლები მომავალ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს დიდი სიყვარულით ელიან.
იხილეთ ფოტოები: