ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებაში, საგნობრივი ცოდნა საინტერესო ღია გაკვეთილით შეაჯამეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
მათ შორის გახლდათ მე-7 კლასში გამართული შემაჯამებელი ღია გაკვეთილი.
აღნიშნული გაკვეთილი სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - დიანა ტოპალიანმა ჩაატარა.
გაკვეთილის დროს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი საკითხების ცოდნა წარმოაჩინეს. მათ ასევე, კლასში შესანიშნავი ნამუშევრები წარადგინეს.
ბავშვები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. პედაგოგმა გაკვეთილი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. მან გამოიყენა ტექნიკური საშუალებები, დიდაქტიკური აქსესუარები.
სკოლის წარმომადგენლის შეფასებით, გაკვეთილი როგორც დამსწრეთათვის, ისე მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: