თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საკმაოდ საინტერესო, შემოქმედებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
სასწავლო წლის დასასრულს კი, სკოლაში ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა, მარი მამულაშვილმა, მოსწავლეებს ტრადიციულ ტექნიკასთან ერთად შესთავაზა ახალი ტექნიკა - „მაკრატლით ხატვა“, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით საამაყოა პედაგოგის საავტორო იდეა, რომ მე-7ა კლასის მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის დედაენა, თავად შეექმნათ წიგნად.
იხილეთ ფოტოები: