გორას საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს
20-06-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დასრულდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ულამაზესი და შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება მოეწყო.

სკოლის ეზო ლამაზად, სადღესასწაულოდ მოირთო, რამაც იქ მყოფ თითოეულ ადამიანს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ ასევე პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს მომავალ კლასებში წარმატებები უსურვა.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203