თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული და წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათ შორის არიან: გიორგი სუმბაძე, ნინი დავითელაშვილი და საბა ალექსიძე.
ახალგაზრდებმა სკოლა წარჩინებით დაასრულეს და მედლების კანდიდატები არიან.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კი, ისინი დაჯილდოვდნენ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, სადაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2024 წლის წარჩინებული მოსწავლეების ტრადიციადქცეული დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
სკოლაში ამაყობენ ახალგაზრდების წარმატებით და მათ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავ ჩვენს მედალოსნებს დამსახურებულ ჯილდოს და შემდეგ წარმატებებს ვუსურვებ. საინტერესო და ნაყოფიერ წლებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით.