სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული, მათ მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული, მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი წარმატებით დასრულდა.
ბავშვების საგანმანათლებლო თავგადასავლიდან აღსანიშნავია თოჯინური სპექტაკლი, რომელიც მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გაითამაშეს, შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს და პედაგოგ თეო ჯანაშიას, ხელოვნების მასწავლებელ ლია კუპრეიშვილსა და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს.
„შესანიშნავად წარადგინეს ბავშვებმა თოჯინური სპექტაკლი - „ნაცარქექია“, თამამად მოირგეს თითოეული პერსონაჟის როლი. მადლობა ჩვენს ხელოვნების მასწავლებელს - ლია კუპრეიშვილს დაუღალავი შრომისთვის, მუდამ ზენიტზე დგას მისი შემოქმედების უნარი“,- აღნიშნვს პედაგოგი თეო ჯანაშია.
იხილეთ ვიდეო: