თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დასასრული დაუვიწყარი და ემოციებით დატვირთული იყო.
მოსწავლეებმა კოსტიუმირებული სანახაობა დადგეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ბავშვებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა პირველ მასწავლებელთან დამშვიდობება, დიდი მადლობა გადაუხადეს ცოდნის სამყაროში მეგზურობისთვის და პირობა მისცეს, რომ იმედს არ გაუცრუებდნენ.
დღე დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით იყო დატვირთული.
იხილეთ ვიდეოები: