ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დატვირთული იყო საინტერესო ღონისძიებებით, განსაკუთრებული ყურადღება კი, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ეთმობოდა.
ამის ნათელი მაგალითია მე-3 კლასის მოსწავლე ანასტასია კვიციანი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, რომლიც გამოირჩევა ლექსის მხატვრულად კითხვით.
პატრიოტული სულისკვეთებით, ანასტასიამ ემოციურად წაიკითხა სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსი და კიდევ ერთხელ მოიგო სასკოლო საზოგადოების გული, მისი გულწრფელობითა და საშემსრულებლო ოსტატობით.
იხილეთ ვიდეო: