ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წლის მანძილზე იმართებოდა მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მათ შორის გამორჩეული იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დიდი ზეიმი.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში შთამბეჭდავი, ფერადი და დაუვიწყარი ფლეშმობი გაიმართა, მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომელთათვის დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: