ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მასწავლებელი ნაილი კუპატაძე გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
მათ შორისაა ნაილი კუპატაძე, რომელიც გახდა „ქი ქონსალთინგის“ გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი საქართველოდან.
გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის წევრობის სტატუსი და მსოფლიოს განათლების სფეროს პროფესიონალთა გუნდში ყოფნა, პედაგოგისთვის დიდი წარმატებაა. ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და მიღწეულს სიამაყით ულოცავენ.
„ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ დიდი სიამაყით ულოცავს ნაილი მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო: