„კონფლიქტების მართვა“ - ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ საინტერესო და ინფორმაციული პროექტი განხორციელდა
25-06-2024

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა ტარდება.

ამის დასტურია გრძელვადიანი სასკოლო პროექტი „კონფლიქტების მართვა“, რომლის ფარგლებშიც, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ყველა საგნობრივი კათედრა და სრულიად სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული.

აქტივობის დასასრულს სკოლაში შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემატიკაზე საინტერესოდ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას ცოდნა გაუზიარეს.

პროექტის ხელმძღვანელი მარინა ხუსკივაძე გახლდათ. მისი შეფასებით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან კონფლიქტი ადამიანის ცხოვრების თანმხლებია და მისი მოგვარება აუცილებელია.

„კონფლიქტი, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის თანმხლები პროცესია. მოგვარებული კონფლიქტი, სკოლაში მყოფ ადამიანთა ზრდის აუცილებელი პროცესია.

ქართული-ევროპულ სკოლა „ორნატში“ მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე, ამ კუთხით ბევრი აქტივობა განხორციელდა. მიმდინარეობდა მუშაობა პროექტის ფარგლებში. მოსწავლეებმა მოისმინეს, ფსიქოლოგის ლექცია, მოაწყვეს ნაწარმოებების და კინო ფილმების განხილვა, ჩატარდა კლასის საათი, ინტერვიუ, როლური თამაშები, შეასრულეს კომპლექსური დავალება, გამოუშვეს კედლის გაზეთი, დაესწრნენ სასამართლო პროცესს და თვითონაც მოაწყვეს იმიტირებული სასამართლო პროცესი. მათ, ასევე ერთ-ერთი სტრატეგიის გამოყენებით გადაიღეს ფილმი“, - აღნიშნავს პედაგოგი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში,  მოსწალეთა ჩართულობის გაზრდას  სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203