ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახა.
მათ შორის, ლომატურცხის საჯარო სკოლაში სკოლათაშორის შეჯიბრი გაიმართა მათემატიკაში.
მონაწილეობდნენ ლომატურცხის და კოჩიოს საჯარო სკოლების მე-7 და მე-8 კლასელები.
მაქსიმალური ქულით 60-დან 59 ქულით გაიმარჯვა კოჩიოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე არმენ ავეტისიანმა. ასევე პირველ ადგილზე გავიდნენ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნარეკ ხაჩატრიანი, აღუნიკ ირიციანი და კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლე არშაკ ბალსანიანი. მეორე და მესამე ადგილები ემმა ავეტისიანმა და ვაზგენ მიქაელიანმა გადაინაწილეს.
შეჯიბრის ინიციატორები არიან კოჩიოს საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ჰასმიკ ხეჩოიანი და ლომატურცხის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლები - ვარდუჰი ხაჩატრიანი და ჩინარ ბალასანიანი.
ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი და კოჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი ართურ ბალასანიანი მადლობას უხდიან ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და მამოტივირებელი ღონისძიებისთვის.
იხილეთ ფოტოები: