ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
26 მაისს, დადეშის საჯარო სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა მშობლიური „ანბანის გაცილების“ ღონისძიება.
მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ნაყოფიერი ნაბიჯები და ანბანის წარმატებით შესწავლა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავაფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
ბავშვებმა დადგეს მინი-სპექტაკლი და წარმოადგინეს მესროპ მაშტოცის მიერ სომხური ანბანის შექმნის ისტორია. პატარა მოსწავლეებმა ასევე ზეპირად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და შეასრულეს ულამაზესი საცეკვაო ნომრები.
იხილეთ ფოტოები: