ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი საზეიმოდ დააგვირგვინეს.
სკოლაში IVა კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დამრიგებელი გული მესხიძე.
მოსწავლეებმა შეაჯამეს განვლილი ოთხი წელიწადი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეებმა გამართეს სპექტაკლი - „სიბრძნე-სიცრუისას“ მოწოდებით - „სამართალმა პური ჭამა“. ასევე წაიკითხეს ლექსები, მათ შორის ინგლისურ ენაზე (მასწავლებელი მადონა გოლიაძე), შეასრულეს სიმღერები, ცეკვები.
ღონისძიება მხატვრულად გააფორმეს ეკატერინე ათაბაძემ და გულნარა მიქელაძემ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა დამრიგებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. დამრიგებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: