ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი საზეიმოდ დააგვირგვინეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნელი რევაზიშვილის ხელმძღვანელობით გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება სახელწოდებით - „თქვენ ჩემი გულიდან ამოფრენილი ჭიამაიები ხართ“ 12 ივნისს ჩატარდა და მოიცავდა მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა.
„ეს დღე განსაკუთრებული, ემოციური და სევდანარევი იყო, რაც გამოწვეული იყო აუცილებელი განშორებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა დიდ ზარ-ზეიმში.
მოსწავლეებმა გაიხსენეს პირველი დღე, როდესაც მათ სკოლაში პირველად შეაბიჯეს, პანდემიის პერიოდი, ონლაინ სწავლება. ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებითა და სიტყვებით მადლიერება გამოხატეს მასწავლებლების მიმართ. მოირგეს მასწავლებლის როლი და განასახიერეს, რამდენიმე მათგანი. მასწავლებელმა მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა და სიგელები გადასცა.
ღონისძიება ასევე განმსჭვალული იყო პატრიოტული სულისკვეთებით. მოსწავლეებმა ისაუბრეს სამშობლოს წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე. წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე და შეასრულეს სიმღერები.
იხილეთ ფოტოები: