ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის კედლებში არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღზრდილა, წელსაც, მშობლიურ სკოლა კიდევ ერთმა თაობამ, ემოციური ღონისძიებით დატოვა.
23 მაისს სკოლაში ჩატარდა „ბოლო ზარის“, ემოციებით დატვირთული ღონისძიება.
მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ ლუსინე აფოზიანთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა მოუწყვეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა.
სიტყვით გამოვიდნენ პედაგოგები, სკოლის დირექტორი, მოსწავლეები და მშობლები, მათ გზა დაულოცეს ახალგაზრდებს და წარმატებული მომავალი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: