ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დასასრულს, ემოციებით სავსე საღამო გაიმართა.
საღამო ახალშენის საბაზო სკოლის კურსდამთავრებულებს მიეძღვა.
ბავშვებმა საპატიო სტუმრად მოიწვიეს მათი პირველი მასწავლებელი მავლინა ნესოშვილი, რომელმაც გაიხსენა ცხრა წლის წინ მათი პირველი ნაბიჯები ახალშენის სკოლაში და გულთბილად დაულოცა მომავალი.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ სტუმრები რესურსცენტრიდან, ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიიდან და სოფლიდან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამო დატვირთული იყო, პოეზიით, მუსიკალური, ქორეოგრაფიული თუ იუმორისტული ნომრებით, სადაც ბავშვებმა მოირგეს მასწავლებლის როლი.
როგორც სკოლაში აფასებენ, ეს ლამაზი საღამო მასწავლებლებმა დაამშვენეს თავისი ცეკვით და სიმღერით, რაც ბავშვებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, ხოლო საღმოს კულმინაცია იყო დირექტორის - ვიოლა აკობიძის დაწერილი ლექსი, რომელიც მან მე-9 კლასელებს მიუძღვნა და მათ გზა დაულოცა მომავალი წარმატებისკენ.
იხილეთ ფოტოები: