თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიური და ნაყოფიერი იყო, დიდი ყურადღება ეთმობოდა სპორტის პოპულარიზაციას და მოსწავლეთა მიღწევების წახალისებას.
ამის დასტურია, ისიც, რომ 18 მაისს, ნაფარეულის საჯარო სკოლის, ვაჟებთა გუნდი (2007-2008 წლიანების) მინიფეხბურთის სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს მასწავლებელი მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვეს.
იხილეთ ფოტოები: