თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით იყო გაჯერებული, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭის, შესაძლებლობების განვითარება-წახალისებას ემსახურებოდა.
მათ შორის აღსანიშნავია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება.
„მიყვარს ქართულად,
მძულს ქართულად,
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ქართული ლექსები, სიმღერები, ცეკვები, მინი სპექტაკლი ქართული ზღაპრის მიხედვით, ბავშვებმა მსახიობების ამპლუაშიც გამოსცადეს თავი და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
სკოლაში მადლობას უხდიან ყველა აქტიურად ჩართულ მასწავლებელს: მარი ვახვახიშვილს, მარი მამულაშვილს, ლელა თათხაშვილს, განსაკუთრებით კი, ღონისძიების ორგანიზატორს - ეკატერინე კაკალოვს. ასევე უნიჭიერეს ბავშვებს შთამბეჭდავი სანახაობისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: