კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით უფლისციხეს სტუმრობდნენ
21-06-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის მორიგი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

 VII კლასის მოსწავლეები უფლისციხეს ესტუმრნენ.

მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტას შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შუა საუკუნეების ყოფითი ცხოვრება, დიდებულ ისტორიასთან და უნიკალურ კულტურასთან ერთად, იდეალურად არის წარმოჩენილი კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში, რამაც მოსწავლეებს განუმეორებელი შთაბეჭდილებები დაუტოვა. 

უძველესი ეკლესიები, სხვადასხვა დანიშნულების ოთახები და უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლები, უფლისციხეს საქართველოს ისტორიის სავიზიტო ბარათად აქცევს - ეს უკვე კარგად იციან მოსწავლეებმა, რომლებიც ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203