თელავის N5 სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი ექკურსია და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში წაკითხული „შვლის ნუკრის ნაამბობი“
21-06-2024

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად დაასრულეს. 

მოსწავლეები, ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. ვაჟა ფშაველას ეზო-კარში წაკითხული „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად შესრულებული სახალისო აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

უჩვეულო ემოციები და ამაღლებული განწყობა მოსწავლეებს კიდევ დიდხანს გაჰყვებათ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-5 კლასელები უკვე საოცრად მოტივირებულები ელიან ახალ სასწავლო წელს.

ეს კი დიდწილად კლასის დამრიგებლის თ. გივიშვილის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მ. მოსიაშვილის დამსახურებაა, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი წარმტაც საგანმანათლებლო თავგადასავლებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203