პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭიდაობაში პირველი ადგილი დაიკავეს
06-06-2018
აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა წონით კატეგორიაში შეჯიბრება ჩაატარა:
„გვეამაყება, რომ გუნდური პირველი ადგილი, თასი, საპატიო სიგელი და წიგნი „ქართული ჭიდაობა“ პირველი მაისის საჯარო სკოლას გადაეცა“-აცხადებენ სკოლის დირექციაში.
პირველი მაისის საჯარო სკოლა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავს.