თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად უერთდებოდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებს.
მათ შორის, სამოქალაქო კლუბის წევრები, მოქალაქეობის მასწავლებლის - ზეინაბ კაკალაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო კონფერენციაში - „მომავლის თაობა მდგრადი განვითარებისთვის“, მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა გამოცდილება გაიზიარეს, დაესწრნენ საინტერესო ვებინარს და თავადაც საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, გაიღრმავეს ცოდნა, მათთვის კონფერენციაში მონაწილეობა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: